„ქართული ოცნების“ გამარჯვება მეორე ტურის გარეშე: ახალი გამოკითხვის შედეგები

კომპანიამ მოიყვანა პარტიების რეიტინგები იმავე ოლქებში, რომელთა უმრავლესობა კანდიდატების შედეგებისგან განსხვავდება
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ექვს ოლქში იმარჯვებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები - ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც კომპანია Survation-მა ტელეარხ Rustavi2-ის დაკვეთით ჩაატარა.

აქამდე ორგანიზაცია Survation-ის გამოკითხვა სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით მმართველი პარტიის მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პროცენტს აჩვენებდა. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს შედეგები ყველაზე ახლოსაა მათი შიდა გამოკითხვების შედეგებთან.

„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ

ამჯერად კომპანიამ 1800 ადამიანი გამოკითხა ექვს მაჟორიტარულ ოლქში: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

გამოკითხვის შედეგები შეესაბამებოდა ამ კომპანიის პარტიულ რეიტინგებს - მმართველი პარტიის კანდიდატების აბსოლუტური მოგება.

გამოკითხვის შედეგები - ლიდერთა სამეულები

ოლქი პირველი ადგილიმეორე ადგილიმესამე ადგილი
ვაკე „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე 52,4%ოპოზიციის კანდიდატი ელენე ხოშტარია 33,2%„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ნანა დევდარიანი 5,3%
გლდანი „ქართული ოცნება“ ლევან კობიაშვილი 52,1%ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია 36,6%„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“  მერაბ ჭიქაშვილი  4,9%
რუსთავი  „ქართული ოცნება“ ნინო ლაცაბიძე 56,2%„ძალა ერთობაშია“ დავით კირკიტაძე 30,2%„ევროპული საქართველო“ ირმა ნადირაშვილი  6,3%
ფოთი-ხობი-სენაკი„ქართული ოცნება“ ირაკლი ხახუბია 64,4%„ძალა ერთობაშია“ მურთაზ ზოდელავა 17,9%„ევროპული საქართველო“ გიგა ბოკერია  8,5%
მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთი„ქართული ოცნება“ შალვა კერესელიძე 52,1%„ძალა ერთობაშია“ ცეზარ ჩოჩელი 18,6%„ერთიანი საქართველოსთვის“ თამაზ მეჭიაური 11%
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული„ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძე 80,5%„ძალა ერთობაშია“ გიორგი კაპანაძე 7,5%„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გიორგი კასრაძე 4,6%

ამავე დროს კომპანიამ მოიყვანა პარტიების რეიტინგები იმავე ოლქებში, რომელთა უმრავლესობა კანდიდატების შედეგებისგან განსხვავდება. რას უკავშირდება ეს, მკვლევარებს არ უთქვამთ, თუმცა თბილისში მმართველი პარტიის რეიტინგი მის კანდიდატების რეიტინგზე დაბალია, ხოლო რეგიონებში ოპოზიციური პარტიების რეიტინგები მათი მაჟორიტარების რეიტინგებზე დაბალია.

გამოკითხვა 12-15 სექტემბერს ჩატარდა, მისი ცდომილება უცნობია.