ყვითელი ამბები

„საბამ მითხრა, მაგრად არ მინდა რო გაიმარჯვოო...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი, სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

მისი თქმით, უმცროსმა ვაჟმა საბა კოდუამ ჯერჯერობით ვერ შეძლო დაემახსოვრებინა, რომელი რაიონების დეპუტატობის კანდიდატია მისი დედა და ჰგონია, რომ ტელეწამყვანი ქობულეთის მერობას აპირებს. მას შემდეგ, რაც ნანუკამ სცადა, რომ საბას ეს ოთხი რაიონი დაეზეპირებინა, შვილს სურვილი აღარ აქვს დედამ გაიმაჯვოს.

„ისევ ქობულეთის მერიო ხალხო. რამე მიშველეთ. წყალტუბო, ხონი, ვანი, სამტრედია რანაირად ვასწავლო. რაის ქობულეთის მერი“, - წერს ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი. 

ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 23 სექტემბერს რეგიონებში მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. აქამდე პარტია აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გენერალ დევი ჭანკოტაძეს მოიაზრებდა, თუმცა ის ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა.