COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი და სიკვდილი: ჯანმო COVID-19-ით ორ მილიონ მსხვერპლს წინასწარმეტყველებს

სანამ მსოფლიო COVID-19-ის ვაქცინებს და სხვა პრეპარატებს ეფექტურობას ცდის, საშიში ვირუსი თავის მომაკვდინებელ სვლას აგრძელებს
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი  – Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ორ მილიონს მანამდე შეიძლება მიაღწიოს, სანამ COVID-19-ის ეფექტური ვაქცინა მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება.

ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

ჯანმომ COVID-19-ის ბალახებით მკურნალობა გადაწყვიტა: აბზინდის ნაყენი კლინიკურად გამოიცდება

„ეს, რა თქმა უნდა, რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეუძლებელი არაა. იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ მილიონი ადამიანი 9 თვეში, და ვაქცინას რეალურად უახლოეს 9 თვეში ველოდებით“, - ასე უპასუხა რაიანმა კითხვას, მიაღწევს თუ არა მსხვერპლთა რაოდენობა ორ მილიონს მანამ, სანამ ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.

მისი თქმით, დღეისათვის პრობლემები არსებობს ვაქცინების დაფინანსების, წარმოების და კვლევების კუთხით.

რაიანმა ასევე განმარტა, რომ ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებს შორის სიკვდილიანობა მცირდება. მსოფლიოს კი აქვს შანსი გამოიტანოს გაკვეთილი განვლილი ცხრა თვიდან, რათა არ დაუშვას უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება.