ქვეყნის მასშტაბით 19 კრიტიკული პაციენტია – ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 296-ით გაიზარდა და 4960-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.  

კორონავირუსი და სიკვდილი: ჯანმო COVID-19-ით ორ მილიონ მსხვერპლს წინასწარმეტყველებს

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: იმერეთში – 55, თბილისში - 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, გურიაში – 9, ქვემო ქართლში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 1, კახეთში - 1.

დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„3 149 პაციენტი გადის მკურნალობას, უმეტესობა სტაციონარში, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაზე თვითიზოლაციაში და იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და იმფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ენდელაძემ.
როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი – ქართველი ინფექციონისტის განმარტება

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 60 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა – 27, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.