ჩოხატაურში შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ოჯახური ძალადობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. გურიაში შვილზე ძალადობის ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა მამაკაცმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა 21 წლის მეორე შვილზე.

ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

 ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.