ყვითელი ამბები

„ზურა ძალიან მენანები...“ – მომღერლის მეგობარი განცხადებას ავრცელებს

მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი საზოგადოებას მოუწოდებენ, ილოცონ მისთვის.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მომღერალი ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომღერლის მეგობრის ვალერი მურღულიას თქმით, დოიჯაშვილი ხუთი თვეა თელ-ავივის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის.

2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. ისრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ წავიდა და აეროპორტში მუშაობდა.