ნუცა ბუზალაძემ ჭორსა თუ მართალს ნათელი მოჰფინა. თაყვანისმცემლის კითხვას გულახდილად უპასუხა, რომელიც შეყვარებულთან დაშორებას ეხებოდა. ნუცამ შეყვარებულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა. შესაბამისად, თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის საყვარელ ადამიანს დაშორდა. რა უპასუხა ნუცამ თაყვანისმცემლებს?
ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.
ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მათი თითოეული ნაბიჯი სოციალური ქსელის ვიდეოებში თავად ნუცას მიერ არის გამოქვეყნებული. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ისინი ერთმანეთს დიდ დროს უთმობენ. უკანასკნელი პერიოდის მანძილზე კი ნუცამ სოციალური ქსელიდან შეყვარებულთან გადაღებული ფოტოები წაშალა და სოციალური ქსელის „ფოლოვერები“ დააეჭვა.
ნუცა ბუზალაძე ისევ თავდავიწყებით შეყვარებულია და ის არ მიუტოვებია. მომღერალმა გულახდილად უპასუხა Instagram-ის მომხმარებლებს. კითხვაზე, დაშორდა თუ არა არტისტი შეყვარებულს, ტელესახემ უპასუხა, რომ უსიმპათიურეს შეყვარებულთან არ დაშორებულა. ისინი კვლავ ერთად არიან. ამის დასადასტურებლად ნუცამ ერთობლივი სურათიც კი გამოაქვეყნა.
ნუცა ბუზალაძემ რუსულ მეგაპროექტში გამოჩენის შემდეგ რუსული ესტრადის პოპულარული მომღერლების ინტერესი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა ახალგაზრდა მომღერალი უმაღლესი შეფასებებითა და დიდი ოვაციებით დააჯილდოეს. მან განსაკუთრებული ყურადღება სერგეი ლაზარევისგან დაიმსახურა. მედია მათი რომანის შესახებ ინტენსიურად საუბრობდა. თუმცა ნუცა ბუზალაძე ქართველ რჩეულთან ერთად მალევე გამოჩნდა და ყველა ჭორს ნათელი მოეფინა. ცეცხლოვანი არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვრიშვილია.