ყვითელი ამბები

ნინი ბადურაშვილის უმცროსი დის გლამურული მოგზაურობა – გოგონა მონტე-კარლოს ქუჩებს იპყრობს

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ცნობილები საზღვარგარეთ მოგზაურობენ. ნინი ბადურაშვილის უმცროსი და - ქეთევანი მონტე-კარლოს ეწვია ცნობილ დაქალთან ერთად. გლამურული ფოტოები სოციალური ქსელიდან...
Sputnik

ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები დედასთან ერთად ხშირად პოზირებენ, თუმცა ქეთევანი ქალბატონების ამ გუნდს დროებით გამოეთიშა. კახიანების შვილიშვილი მონაკოს ეწვია.

 

რამდენიმე თვის წინ ქეთი თოფურიძე საინტერესო საქმიანობაში ჩაერთო. ახალგაზრდა ასაკის მიუხდავად ქეთევან თოფურიძე „უნირენტ ჰოლდინგის“ კომერციული დირექტორია. ეს უმსხვილესი კომპანია ძვირადღირებული მანქანების გაქირავებას კურირებს.

ეკა კახიანი გადატვირთული გრაფიკის გამო შვილებთან ერთად იშვიათად ჩნდება. თუმცა ბოლო პერიოდი გამონაკლისია, ვინაიდან კარანტინის გამო ყველამ სახლში მოიყარა თავი. ეკა კახიანი ქალიშვილებთან ერთად შექმნილ კოლაჟებს ხშირად აქვეყნებს.

ქეთევანი მონაკოში რამდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა. მათ შორის არის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეპიზოდური როლის მსახიობი სალი კერატიშვილი, რომელიც „შავლეგ მადლიანის“ საყვარლის როლს ასრულებდა.