თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ავტოავარია თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. დაშავებული მძღოლი ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დრღვევას გულისხმობს.