მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განმარტა, რა შემთხვევაში აფასებენ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას მძიმედ ან კრიტიკულად მძიმედ.
Sputnik
მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები
„არიან მძიმე პაციენტები, მაგრამ მძიმესა და კრიტიკულად მძიმე პაციენტს შორის არის განსხვავება, მძიმე პაციენტი გულისხმობს ძირითადად იმას, რომ პაციენტმა უნდა იმკურნალოს აუცილებლად სტაციონარში, კრიტიკულად მძიმეს კი უკვე პროგნოზულად ვერ ვსაზღვრავთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება, ამიტომ ისინი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებებში მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.