ყვითელი ამბები

„ტრავმული თაობა ვართ...“ – მაია ასათიანი ბავშვობის მტკივნეულ მოგონებებს ვერ ივიწყებს

ცნობილმა ჟურნალისტმა 9 წლის ასაკში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში და რის გამო სტკივა გული ტელეწამყვანს?
Sputnik

მაია ასათიანი გადაღებების შემდეგ სახლში მარტო რჩება და ნოსტალგიურ განწყობას „ფოლოვერებსაც“ უზიარებს. ამჯერად „მისი კამერის ობიექტივში“ 1986 წელს გადაღებული შავ-თეთრი ფოტო მოხვდა. მაია ასათიანი აღნიშნულ ფოტოზე ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე საზეიმოდ გამოწყობილი დგას. აქ მომავალი ჟურნალისტი 9 წლის არის.

მისი სოციალური ქსელის ფოტო-ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. რამდენიმე თვის წინ გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ გადაცემების დაგეგმვა დაიწყო.

მაიამ  ბავშვობის ფოტოს ემოციური წარწერაც დაურთო. „9 წლის. ჩაჩაჩულ რეიტუზს არ ვიმჩნევთ. ამ მხრივ ტრავმული თაობა ვართ“, - აღნიშნა ტელესახემ. როგორც ბავშვობის ფოტოზე ჩანს, მაია ასათიანი ფაქტობრივად არ შეცვლილა. პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს.

მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.


ცნობილი ვარსკვლავი გულშემატკივართან კომუნიკაციას სხვადასხვა ხერხით ცდილობს. მათ შორის ის ხშირად აქვეყნებს ბავშვობის ფოტოებს და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. თავად შეაფასეთ - შეიცვალა თუ არა მაია ასათიანი ბავშვობის შემდეგ.