თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. კახეთსა და საქართველოს მთიან რაიონებში 26 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კახეთში ახლა რთველია გაჩაღებული. ამას გარდა რეგიონში ბევრი ხილისა და მარცვლოვანი კულტურების მოსავალია.
დიდი ნალექის გამო მთის ზონებში მეწყრული პროცესები შეიძლება გააქტიურდეს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.