ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკული პაციენტია – ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.  

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 43 – თბილისი, 27 – იმერეთი, 6–6 კახეთი და სამეგრელო–ზემო სვანეთი, 4 სამცხე-ჯავახეთი, 3 – ქვემო ქართლი, 2 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.