ყველაზე სასარგებლო და ყველაზე იაფი: შვედი ექიმი ასახელებს ბოსტნეულს

შვედმა ექიმმა დაასახელა ყველაზე იაფი და ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს დღის რაციონში.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. შვედმა ექიმმა-დიეტოლოგმა ქრისტინა ანდერსონმა დაასახელა ყველაზე ჯანსაღი და ამავე დროს იაფი პროდუქტები, რომლებიც მოსახლეობის ყველა ფენას შეუძლია შეიძინოს, იუწყება Svenska Dagbladet.

ვისთვისაა რეკომენდებული: მეცნიერებმა ფსტის უცნობი სიკეთეები დაადგინეს

ანდერსონმა სიაში პირველ ნომრად შეიტანა ხახვი, რადგან ის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. მეორე ადგილზე კომბოსტო აღმოჩნდა. ის ხელს უშლის კიბოს განვითარებას. თუმცა, კუჭის პრობლემების დროს ნედლი სახით მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

დიეტოლოგი ასევე გვირჩევს, რომ რეგულარულად მივირთვათ სტაფილო, ჭარხალი და ოხრახუში.

გარდა ძირხვენა ბოსტნეულისა, ანდერსონი რეკომენდაციას უწევს მთელმარცვლიანი საკვების რაციონში დამატებას, რადგან ის სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას იწვევს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ქრისტინა ანდერსონი ასევე შეგვახსენებს კარტოფილის სარგებელს, რომელიც ანაყრებს ორგანიზმს და თითქმის ნებისმიერი ტიპის კვებისთვისაა შესაფერისი.