ყვითელი ამბები

ჯანეტ ქერდიყოშვილი ულამაზეს დედასთან და ქალიშვილთან ერთად – სახალისო ვიდეო სოცქსელიდან

მოდელი და დიზაინერი დედასთან ერთად რამდენიმე თვის ქალიშვილს დათვლას ასწავლის. ნახეთ როგორ გვანან ერთმანეთს ქალბატონები – სამი თაობის სილამაზე...
Sputnik

ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისუფალ დროს ოჯახის წევრებს უთმობს. ამჯერად ერთ-ერთი დახვეწილი მოდელი დედასთან და ქალიშვილ ანა სულაბერიძესთან ერთად გამოჩნდა. მშვენიერი ქალბატონები პატარა ანას დათვლას ასწავლიან.

წყვილი შვილთან ერთად ფოტოს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ბავშვის სახეს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდნენ, ისევე, როგორც ტენდენციას აყოლილი სხვა ვარსკვლავები. გოგონას სილამაზემ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებელი აღაფრთოვანა. ფოტომ ათასობით მოწონება და უამრავი კომენტარი უკვე დაიმსახურა. მშობლებმა კი სოციალური ქსელის „ფოლოვერებსა“ და მეგობრებს გამოკითხვა მოუწყვეს – ვის ჰგავს: დედას თუ მამას? ახლა ამ კითხვას ახალგაზრდა ბებიის ფაქტორიც დაემატა. ფაქტია, ანა სულაბერიძე ბებიასაც ძალიან ჰგავს.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

ყველასათვის ცნობილმა წყვილმა ქალიშვილის გაქრისტიანების შემდეგ მისი სახის გამოჩენა გადაწყვიტა. ნოემ და ჯანეტმა უსაყვარლესი გოგონას ნათლობის შეუდარებელი ფოტოსურათები Instagram-ის ოფიციალურ გვერდებზე განათავსეს. სულ რამდენიმე საათში ანა სულაბერიძე ცნობილი მშობლებივით „გავარსკვლავდა“. გოგონამ მთელი სოციალური სივრცე მოიცვა, რამაც ნოესა და ჯანეტის ოფიციალურ გვერდზე ნახვების რაოდენობა მაღალ ნიშნულამდე აიყვანა.