მსოფლიო დღეს

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

ლუკაშენკოს ინაუგურაციის საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გამჟღავნდა. მაღალი რანგის სტუმრები პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ გააჩნია დემოკრატიული ლეგიტიმურობა და ბელარუსში კრიზისის გაღრმავებისკენ მივყავართ, განაცხადაევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა. 

გასაიდუმლოებული ინაუგურაცია: ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი
„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და კეთილსინდისიერი. ევროკავშირი არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომლებიც ფალსიფიცირებული იყო. გამომდინარე აქედან, 2020 წლის 23 სექტემბრის ე.წ. ინაუგურაციასა და ახალ [საპრეზიდენტო] მანდატს, რომელზეც პრეტენზია აქვს ლუკაშენკოს, არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმურობა“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 23 სექტემბერს გაიმართა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში. ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გამჟღავნდა. მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.