მსოფლიო დღეს

გაუმართლებელია და შეუსაბამო: ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის სანქციებს

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აფართოებს შავ სიას ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის მიერ გამოცხადებულ საპასუხო სანქციებს და გაუმართლებლად მიიჩნევს მათ, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულ ხომალდებს აღარ დააზღვევენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელის კონფრონტაციული ხაზის პასუხად რუსეთი აფართოებს შავ სიას ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მიერ გამოცხადებულ ამ საპასუხო სანქციებს, ისევე, როგორც მის სხვა სანქციებს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სექტორში, ვინაიდან ისინი გაუმართლებელია“, — განაცხადა სტანომ.

მისი განმარტებით, ევროკავშირის სანქციები რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ „არის მისამართიანი და შეესაბამება საერთაშორისო სამართალს“.

„[ევროკავშირის] სიაში შეყვანა ხდება მკაფიო კრიტერიუმებისა და იურიდიულად არგუმენტირებული მტკიცებულებების საფუძველზე“, — ხაზგასმით აღნიშნა პიტერ სტანომ.

ევროგაერთიანების წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის სანქციები მიმართულია „გარკვეული ქცევების შეცვლისკენ“.

გარდა ამისა, სტანომ მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დააზუსტოს ამ სანქციების დაწესების მიზეზი და მათი იურიდიული საფუძველი.