როგორ ეხმარებიან ბრაზილიაში ხანძრისგან დაშავებულ იაგუარებს – ფოტო

Sputnik

ამჟამად ათასობით ტყის ხანძარი მძვინვარებს ბრაზილიაში. ამ ქვეყანაში აგვისტო და სექტემბერი წლის ყველაზე მშრალი თვეებია. ტენიანობის დონე ბრაზილიის ზოგიერთ რეგიონში 8-15 პროცენტამდე ეცემა. ამავდროულად ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსს აღემატებოდეს. როგორც წესი, ქვეყანაში ტყის ხანძრები ამ პერიოდში იწყება.

1 / 12
ასე მკურნალობენ იაგუარს სახელად ოსადო ცენტრში NGO Nex Institute
2 / 12
იაგუარები, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციის მიხედვით, გადაშენების პირას არიან
3 / 12
ასე გამოიყურება ხანძრის დროს დაშავებული იაგუარის თათი
4 / 12
პანტანალში მთელი ბრაზილიიდან ჩადიან ეკოლოგისტები და ენთუზიასტები, რათა ცხოველებს დაეხმარონ
5 / 12
ზოგიერთი კვებისათვის ადგილს მოაწყობს, ზოგიც მტაცებელ ცხოველებს ვეტერინარულ დახმარებას აღმოუჩენს
6 / 12
ისინი ბევრ იაგუარს პოულობენ ტყეებსა და გზებზე დამწვარი თათებით, ზოგიერთი არის მოწამლულიც
7 / 12
იაგუარი ოსადო ისვენებს დამწვრობების მკურნალობის შემდეგ
8 / 12
ზოგიერთს ადგილზევე ეხმარებიან, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხოველები ვეტერინარულ კლინიკებში გადაყავთ
9 / 12
მატუ-გროსუს შტატის პარკი „ენკონტრუ-დაზ-აგუას“, სადაც ხანძარმა ნახევარი ფართობი მოიცვა, ცნობილია იმით, რომ აქ იაგუარების ყველაზე დიდი რაოდენობა ბინადრობს
10 / 12
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იაგუარების ნაწილის გადარჩენა მოხერხდება. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დახმარებას
11 / 12
ასე გამოიყურება ჰაერიდან ბრაზილიის დამწვარი ტროპიკული ტყეები
12 / 12
ტყის ხანძრები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ იაგუარებისთვის, არამედ ფაუნის სხვა იშვიათი წარმომადგენლებისათვისაც, რომლებიც ამავე რეგიონში ბინადრობენ