მსოფლიო დღეს

სტამბულში განსაკუთრებით საშიში კოღოების დიდი გროვები აღმოაჩინეს

ამ სახეობის კოღოები განსაკუთრებით საშიში იმის გამო არიან, რომ მათ გადააქვთ უკიდურესად მძიმე დაავადებები და აქვთ ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სტამბულის რამდენიმე მსხვილ რაიონში განსაკუთრებით საშიში აზიური ვეფხვისებრი კოღოების დიდი გროვები აღმოაჩინეს, რომლებიც სპეციალისტებს აქამდე თურქეთის ტერიტორიაზე არ შეუნიშნავთ, წერს გამოცემა HabberTurk.

ასობით მილიონ მოდიფიცირებულ კოღოს მალე გარეთ გაუშვებენ: ცნობილია ლაბორატორიის მიზანი

აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის კოღოები განსაკუთრებით საშიში იმის გამო არიან, რომ მათ გადააქვთ უკიდურესად მძიმე დაავადებები და აქვთ ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.

ამასთან, როგორც სტამბულის უნივერსიტეტის დოცენტი ქერემ ეთერი განმარტავს, ეს კოღოები ადამიანებს კბენენ არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც ესხმიან თავს.

„ისინი ბევრად აგრესიულები არიან და შეუძლიათ გადაიტანონ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა დენგე, ყვითელი ცხელება და ზიკას ვირუსი“, — აღნიშნა ეთერიმ.

თუმცა, მისი თქმით, თურქეთში ამ დრომდე არც ერთი ეს დავადება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.