ყვითელი ამბები

ანა ახვლედიანის მორიგი შთამბეჭდავი ექსპერიმენტი – წაბლისფერი თმიდან ქერა ომბრემდე – ფოტო

წარმატებული მოდელის მოულოდნელი ცვლილება – ანა ახვლედიანის თამამი ექსპერიმენტი. როგორ გამოიყურება ტოპ-მოდელი შეღებილი თმით?
Sputnik

კარიერის დასაწყისიდან დღემდე ანა ახვლედიანის სილამაზეზე ყველა გულანთებული საუბრობს. მოდელმა საკუთარ ბუნებრიობას სინათლე მოჰფინა, აღარავის უკვირს და არავის შეაქვს ეჭვი მის ბუნებრივ სახის ნაკვთებსა და აღნაგობაში. გასულ თვეებში მოდელმა დედის ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ქალბატონს ანა ადრეულ ასაკში შეეძინა, ისევე, როგორც ანას თავისი ულამაზესი ქალიშვილი. ანა ახვლედიანის პატარა ოჯახი უზარმაზარ ყურადღებას იქცევს. ქართველი მოდელები – ანა და გიგი ბერაია წყვილია, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებული სილამაზითა და დახვეწილობით დაამახსოვრა თავი. მათ „ბარბისა და კენს“ ადარებენ.

ტოპ-მოდელმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. მისი ულამაზესი სახე ახლა რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება. წაბლისფერი ბუნებრივი თმიდან ქერა „ომბრემდე“ სულ ერთი ნაბიჯი ყოფილა. ანა ახლვედიანის რადიკალური ცვლილება გულგრილს არავის ტოვებს.

24 წლის სუპერმოდელის ბუნებრივი სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებთან და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management. გიგი ბერაიაც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა სამოდელო ბიზნესში. მას ხშირად შეამჩნევთ HELLO Magazine Georgia-ს გარეკანსა თუ ფურცლებზე. მათი მსგავსება იმდენად დიდია, წყვილს და-ძმას ხშირად ამსგავსებენ.

ანა ახვლედიანმა 2014 წელს მოდის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. გოგონა Dolce & Gabbana-ს კასტინგის რჩეული აღმოჩნდა. ქართველი მოდელი 500 გოგონაში აარჩიეს და ფოტოებიც გადაუღეს, რომელიც იმავე წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მილანში პირველ წარმატებამდე 18 წლის ანას სამოდელო სამყაროსთან არასოდეს ჰქონია შეხება. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ერთ თვეში ცნობილი ბრენდის ფავორიტი გახდა და ქართველი გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა.