ყვითელი ამბები

„სიყვარულო, გილოცავ!“ – თაკო ნაცვლიშვილის ემოციური მილოცვა შეყვარებულს

სუპერ-მოდელმა უსიმპათიურეს შეყვარებულს დაბადების დღე დისტანციურად მიულოცა. თაკო იტალიას დაუბრუნდა. ნახეთ რა ვიდეომილოცვას აქვეყნებს მშვენიერი მოდელი.
Sputnik

თაკო ნაცვლიშვილი ფრენების ნაწილობრივ აღდგენის შემდეგ იტალიას დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ მან ძვირადღირებული კურორტიდან ფოტოები გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო თაკოს პაუზის აღება მოუწია, სუპერ-მოდელი იტალიაში დაბრუნებისთანავე საყვარელ საქმიანობას შეუდგა.

წარმატებული და ცნობილი ოჯახის შვილი ქართველი სელებრითების რიგს კარიერის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ყურადღება არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ევროპულმა მედიამ გამოიჩინა.

წარმატებული მოდელი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მისი რჩეულის სურათები აქტიურად ვრცელდებოდა. პირველად წყვილი ერთად თაკოს დაბადების დღეზე გამოჩნდა. მოდელმა იუბილე თბილისში გადაიხადა.

ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 25 წლისაა. ქართველმა ტოპ-მოდელმა უსიმპათიურეს შეყვარებულს Instagram-ზე ვიდეო მიუძღვნა. „სიყვარულო, გილოცავ!“ - დაწერა თაკომ. მოდელის მიერ შექმნილ ვიდეოზე წყვილის ერთად ყოფნისა და საუკეთესო მოგონებების კადრებია გაერთიანებული.

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება. თაკოს ერთი ჩვეულებრივი „ლუქიც“ კი დიდ ყურადღებას იქცევს.