შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილ ფეხბურთელს შოთა არველაძეს, რომელიც ამჟამად ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Tribuna.uz ავრცელებს.

შოთა არველაძე კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშაა

გამოცემის ცნობით, არველაძე ვერ უხელმძღვანელებს გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს „ფახთაქორსა“ და „შადრი ჰუდრუს“ შორის უნდა გაიმართოს.

მასმედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე იზოლაციაშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო კარანტინი თავდაპირველად ქვეყნის ორ ქალაქში გამოცხადდა.