მსოფლიო დღეს

უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი ერთ თვეში დაახლობით 18 ათას აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო დეპუტატებისა – 12 ათას დოლარს.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე დაწერა.

​მანამდე, 21 სექტემბერს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრს ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.

აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.