მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, საბოლოო ჯამში, გამონაკლისები მაინც არ არის. ბევრ ქვეყანაში აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგან კი ქუჩებშიც.
ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალვები საკმაოდ მკაცრია, ზოგში კი - მინიმალური. თუმცა ნათელია, რომ იდეალური რეცეპტი არ არსებობს, ინფიცირებულთა რაოდენობა განაგრძობს ზრდას, ხოლო ბევრი სახელმწიფოს ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია.
მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 სექტემბრისათვის 31,5 მილიონია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 970 ათასს გადააჭარბა.