ყვითელი ამბები

„20 კილოგრამი მოვიმატე...“ – ნინა სუბლატის აღიარება და არასასურველ წონასთან ბრძოლა

ნინა სუბლატმა თაყვანისმცემლების კითხვებს გულახდილად უპასუხა. რას წერს არტისტი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე?
Sputnik

ნინა სუბლატს 26 აგვისტოს პირველი შვილი შეეძინა. „არ ვიცი, ვიღაც პატარა ბავშვია ჩემთან მოსული“ – არტისტმა პოსტი Instagram-ზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა.

წყვილს ბიჭუნა შეეძინა და მას ალექსანდრე დაარქვეს. მომღერალმა ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე ემოციური პოსტი დაწერა. მათ შორის თაყვანისმცემლებისთვის გამოკითხვა ჩაატარა. ის ამ ტიპის კომუნიკაციას „ფოლოვერებთან“ არ წყვეტს. ამჯერად გულშემატკივრებს საშუალება მისცა, საინტერესო კითხვები დაესვათ. აღმოჩნდა, რომ ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში 20 კილოგრამი მოიმატა.

არტისტმა აღნიშნა, რომ მომატებული კილოგრამების ნახევარი საკუთარი მეთოდით და ძალებით მოიშორა. ახლა 10 არასასურველი კილოგრამი დარჩა, რასაც ეტაპობრივად ერკინება. ახალბედა დედამ ჭარბი კილოგრამების შესახებ Instagam-ზე დაწერა. „ეს ეტაპი არც ისე რთული აღმოჩნდა. ყველაფერი ხან რთულია და ხან მარტივი, მათ შორის ესეც...“ – წერს ნინა.

წარმატებული მომღერალი ფეხმძიმობის პერიოდში დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის გავრცელების დროს მისი ნათესავი დაინფიცირდა, რის გამოც ნინა სუბლატი რამდენიმე კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. „გილოცავ, დედიკოსავით ლამაზი იქნება!“, „გილოცავ! იმედია, ლამაზი თვალებით დედიკოს დაემსგავსება...“, „გილოცავთ! ნეტა შენნაირი სასწაული თვალები აქვს?“ – ასე ულოცავენ „ფოლოვერები“ და ნინას ერთგული გულშემატკივრები მომღერალს.

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა და ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს.

როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს. ასეც აღმოჩნდა, პატარა ბიჭუნა ნამდვილად ძალიან საყვარელია. ამას ნინას და გიორგის მეგობრებიც აღნიშნავენ.