მსოფლიო დღეს

ინციდენტი ჰაერში: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი მოულოდნელად დაჯდა

ირკვევა, რომ ინციდენტი აფრენიდან მოკლე ხანში მოხდა, რის შემდეგაც ვიცე-პრეზიდენტის საჰაერო ხომალდი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე ნიუ-ჰემპშირში დასვეს.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ვაშინგტონიდან აფრენილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ-ის ვიცე-პერზიდენტი მაიკლ პენსი იმყოფებოდა, მოულოდნელად დაეშვა ნიუ-ჰემპშირის აეროპორტში, იუწყება CNN პენსის პრეს-მდივანზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის შტატგარეშე დაშვების მიზეზი — ჰაერში ფრინველთან შეჯახება იყო.

ირკვევა, რომ ინციდენტი აფრენიდან მოკლე ხანში მოხდა, რის შემდეგაც ვიცე-პრეზიდენტის საჰაერო ხომალდი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე დასვეს ნიუ-ჰემპშირში.

როგორც გამოცემა წერს, მაიკლ პენსი და მისი თანმხლები პირები ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.