მსოფლიო დღეს

გასაიდუმლოებული ინაუგურაცია: ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი

ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი, ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

სააგენტოს ინფორმაციით, ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

ცერემონიას ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, ჩინოვნიკები და სახელმწიფო მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ, კონსტიტუციის თანახმად, ფიცი ბელარუსულ ენაზე დადო და ხელი მოაწერა აქტს ფიცის დადების შესახებ. ამის შემდეგ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინამ მას რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწმობა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ზედიზედ მეექვსედ გახდა ბელარუსის პრეზიდენტი.