„ადამიანი ფრთებით“ – საქართველოში კრიპტობიზნესზე კრიმინალურ დრამას იღებენ
© Sputnik
„ამ ფილმში ჩვენ მიზნად დავისახეთ გვეჩვენებინა ქართული ყოფითი პრობლემებიდან წამოსული ადამიანები, თავიანთი იდეებით, მისწრაფებებით, სურვილებით, ამბიციებით და, ზოგ შემთხვევაში, შეცდომებითაც კი, რომლებიც ხვდებიან მაღალი ტექნოლოგიების, რობოტების და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, სადაც ასე ძნელია ჰუმანურ-მორალური პრინციპების შენარჩუნება“, – აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.
ფილმის პირველი სერია უკვე გადაღებულია, ახლა მეორე სერის გადაღება მიმდინარეობს. ფილმი ქართულ ენაზეა, თუმცა იგეგმება მისი თარგმნა (ENG/RUSS) და გაშვება საერთაშორისო online-პლატფორმებზე.