საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

80 წლის პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი, 21-ე პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალია.

ქალი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. კლინიკის მენეჯერის მამია ყიფიანის განცხადებით, გარდაცვლილი ბათუმიდანაა – იგი აჭარის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი იყო. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტია გარდაცვლილი. მათ შორის ერთი – 60 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3695-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1534, გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.