კორონავირუსი სხვადასხვა ქვეყანაში: ვის არ ეშინია COVID-19-ის პანდემიის – ფოტო

Sputnik

ეს შემოდგომა და ზამთარი კორონავირუსის გავრცელების დონის მაჩვენებელი იქნება. მანამდე პანდემიის პიკი გაზაფხულის დასაწყისში იყო, როდესაც რესპირატორული დაავადებები ნაკლებად აქტიურია.

სპეციალისტების აზრით, სიცივის დადგომასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების ტემპი შესაძლოა გაიზარდოს, ხოლო კორონავირუსითა და ჩვეულებრივი გრიპით ერთად დაინფიცირების შედეგად რისკი გაიზრდება.

იხილეთ ფოტოკადრები – რა ზომებს მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

1 / 22
ასე აცილებს დედა ქალიშვილს სკოლაში, ნიუ-იორკი, აშშ
2 / 22
პარალელურად ბრიტანეთში მიმდინარეობს აქციები „იბრძოლე და იმოქმედე თავისუფლებისათვის“, რომლის მონაწილეებით პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და პირბადეების ტარების წინააღმდეგ გამოდიან
3 / 22
ლონდონის რესტორნებშიც კი ოფიციანტები, კლიენტების მომსახურების დროს, პირბადეებს არასწორად იყენებენ
4 / 22
ასე ეხმარებიან მძიმე პაციენტებს ბუენოს-აირესის საავადმყოფოებში, არგენტინა
5 / 22
პირბადიანი პალესტინელი მამა-შვილი ქალაქ ღაზაში
6 / 22
ხოლო ლონდონელებს, ალბათ, არ ჯერათ COVID-19-ის საფრთხის
7 / 22
ბრაზილიაში სკოლაში მოსწავლეებს უსაფრთხოების წესების დაცვის ინსტრუქციას აძლევენ
8 / 22
ბოლივიაში ადამიანების ჯგუფმა რიტუალი „პაჩამამა“ გამართა, რა დროსაც დედამიწას ძღვენი მიართვეს
9 / 22
ჩინეთში, ძირითადად, იცავენ პირბადის ტარების წესებს და სოციალურ დისტანციას. სწორად ამან შეუწყო ხელი აქტიური გავრცელების შეჩერებას
10 / 22
ისრაელში სამი კვირის განმავლობაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო
11 / 22
ბრიუსელში გაიმართა ბელარუსული ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია. მონაწილეები იყვნენ პირბადეებით, თუმცა დისტანციას არ იცავდნენ
12 / 22
არც საბერძნეთში იცავს ყველა წესებს, ზოგს კი არ ჯერა კორონავირუსის საფრთხის
13 / 22
მადრიდში მოხატული პირბადეების დიდი არჩევანია
14 / 22
ისრაელში შეზღუდვების დაცვას პოლიცია აკონტროლებს
15 / 22
მედიკოსებს გამოყავთ 80 პაციენტიანი ჯგუფი, რომლებმაც იმკურნალეს COVID-19-ზე ყოფილი ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე პერუს ქალაქ ლიმაში. სპორტული ობიექტი დღეს დროებით საავადმყოფოდ გამოიყენება
16 / 22
ლიმაში ასევე იმართება აქციები გაჭირვებულთა დასახმარებლად. მოსახლეობის მდგომარეობა პანდემიის დაწყების შემდეგ დამძიმდა
17 / 22
ახლა სიღარიბის ზრდა შეინიშნება ბევრ ქვეყანაში. იძულებითი შეზღუდვების გამო ეკონომიკური კოლაფსი მოხდა პარაგვაიში
18 / 22
ხოლო ნიუ-იორკში გრძელდება ზუმბას ვარჯიშები ღია ცის ქვეშ. მისი მონაწილეები პირბადეებს არ იყენებენ. მწვრთნელი და ხელმძღვანელი იენი სალაზარი ასე მართავს ვარჯიშებს მაისიდან, მისი კლუბი მოქმედი შეზღუდვების გამო დაკეტილია
19 / 22
თუმცა ყველა არ აიგნორებს დადგენილ წესებს. სკოლის თანამშრომელი ქუინსის რაიონში ატარებს ნიღაბს წარწერით „მე მიყვარს ნიუ-იორკი“
20 / 22
რბოლა "La Cursa de la Mercè" ბარსელონაში, რომლის ყველა მონაწილეც პირბადითაა
21 / 22
ვენესუელას ქალაქ მერიდაში ნიღბის ტარება აუცილებელია ქუჩებშიც და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც
22 / 22
კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხის გამო, ბარსელონას მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს არიდებს კონტაქტებს და თვითიზოლაციაში იმყოფება სახლში