ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძის მოდური მამის ფოტოები – დიზაინერის მამა არეშიძეების აგარაკზე ნებივრობს

თბილისის მერის მეუღლეს არანაკლებ მოდური მამა ჰყოლია. ანუკი არეშიძემ საკუთარ გვერდზე თაყვანისმცემლებს ახალგაზრდა მამა გააცნო. როგორ გამოიყურება ბადრი არეშიძე?
Sputnik

ცნობილი დიზაინერი სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. მისი კონტენტი საინტერესო და შემოქმედებითი თემატიკითაა შევსებული. ასე აღმოჩნდა საზოგადოებისთვის უცნობი ანუკის მამა მისი ერთ-ერთი „სთორის“ გმირი.

ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა - ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, დედა კი ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგია.

აჭარაში კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ანუკი არეშიძის დედის ირგვლივ ხმაური ატყდა. ამბობდნენ, რომ მედპერსონალის შეხვედრის დროს ანუკი არეშიძის დედა ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირებისა და სასტუმროს ჩაკეტვის შემდეგ ის სასტუმროდან გამოიყვანეს. ეს ჭორი ჭორადვე დარჩა. ანუკიმ კი მედიასთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მშობლების სიყვარული მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მაგალითია.

მიუხედავად იმისა, რომ ანუკი არეშიძის მშობლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებენ, ანუკი მათ სურათებს ხშირად აქვეყნებს. პანდემიამდე სხვადასხვა ქვეყანაში ბადრი და ნინო სიძესთან და ქალიშვილთან ერთად ხშირად მოგზაურობდნენ. ახალგაზრდა ბაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა ლევან კალაძესთან, კახისა და ანუკის უფროს ვაჟთან ჩამოუყალიბდა.

უახლესი სურათი ანუკიმ აგარაკიდან გამოაქვეყნა. ყველასათვის ცნობილია, რომ დიზაინერის მამას ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ყველას ახსოვს ცნობილი დიზაინერის პოსტი, სადაც წერდა, რომ მამამისმა ბანანი მოიყვანა. ანუკი არეშიძე მამის ჰობის დაეუფლა და სოფელში ჩასვლისთანავე მისი სოციალური ქსელი ფერმერობის ამსახველი ფოტოებით აჭრელდა. „მამაჩემმა ბანანის მოსავალი მიიღო. მოსავალი შეიძლება დიდი სიტყვაა ამ პაწაწინა არსებებისთვის, მაგრამ ეს თბილისში მოხდა და თან ასეთი რაოდენობა დიდი შრომის ფონზე. 8 წელია ამ უგემრიელეს ხეს უვლის“, – წერდა ანუკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.