აშშ-ს ქარიშხალმა „სალიმ“ გადაუარა: დამანგრეველი სტიქიის შედეგების ფოტოები

Sputnik

„სალი“, რომელიც ხმელეთზე გადმოსვლის მომენტში მეორე კატეგორიის ქარიშხლად შეფასდა, სამხრეთის შტატებში 165 კმ/სთ სიჩქარის ქარისა და ძლიერი წვიმების მიზეზი გახდა. სტიქიის შედეგად შენობებს აეხადა სახურავები, გაწყდა სატელეფონო ხაზები და დაიტბორა ქუჩები.

ოთხშაბათს ქარიშხლის სიმძლავრე ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა, თუმცა კატასტროფული წყალდიდობა კვლავ გაგრძელდა ფლორიდისა და სამხრეთ ალაბამის სხვადასხვა რაიონებში.

ხუთშაბათს, დილით „სალი“ კონტინენტის სიღრმისკენ წავიდა და ტროპიკული დეპრესიის კატეგორიამდე შესუსტდა.

1 / 12
გასულ ოთხშაბათს ფლორიდას და ალაბამას შტატებს ქარიშხალმა „სალიმ“ გადაუარა
2 / 12
რამდენიმე საათში ნალექის ოთხი თვის ნორმა მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია
3 / 12
დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი დაიკარგა უგზო-უკვლოდ
4 / 12
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სამხრეთ-აღმოსავლეთ სამნაპიროს 550 ათასი მოსახლე
5 / 12
ქარის სიჩქარე 165 კმ/სთ-ს აღწევდა
6 / 12
„სალი“ მეორე ქარიშხალია, რომელიც თავს დაატყდა სანაპიროს სამი კვირის განმავლობაში
7 / 12
ქარიშხლების სეზონი ატლანტიკაში ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება
8 / 12
თუმცა, წელს ქარიშხლები საკმაოდ ხშირი იყო
9 / 12
დასავლეთ სანაპიროზე ტყის ხანძრების მსგავსად, ქარიშხლებმა ასევე მიაპყრო ყურადღება კლიმატის ცვლილების პრობლემას
10 / 12
მეცნიერების თქმით, სწორედ კლიმატის ცვლილება იწვევს წვიმიან, ძლიერ და დამანგრეველ შტორმებს
11 / 12
მეტეოროლოგების ვარაუდით, ტორნადო შესაძლოა განმეორდეს
12 / 12
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ შტატების გარკვეულ რაიონებში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა