მსოფლიო დღეს

ნიუ-იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა: ვრცელდება ვიდეო

ავარიის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი, რომელიც თვითმხილველებმა ამოიცნეს, დაკავებულია და პოლიციაშია დაკითხვაზე.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ნიუ-იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა მას შემდეგ, რაც გზაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩენებს გადაუარა, იუწყება ტელეარხი abc.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში მოხდა. მატარებლიდან 135 ადამიანია ევაკუირებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა სადგურ 14St-8th Av-ზე შესვლისას რელსებზე დაყრილ ნამტვრევებს გადაუარა, რის შემდეგაც ის ლიანდაგიდან გადავიდა“, — განაცხადეს ნიუ-იორკის სატრანსპორტო სამმართველოში.

წინასწარი მონაცემებით, ავარია 30 წლის უსახლკარო მამაკაცის მიერაა პროვოცირებული, რომელიც უკვე დაკავებულია და პოლიციაშია დაკითხვაზე. მოწმეების თქმით, სწორედ ეს ადამიანი ყრიდა სამშენებლო ნარჩენებს მეტროს გზაზე.