ვინ არის საქართველოში კორონავირუსის მეოცე მსხვერპლი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ მთლიანობაში 3695-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით საქართველოში 60 წლის ქალი გარდაიცვალა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

პაციენტი 20 სექტემბერს გარდაიცვალა.

„ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. ის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მირი თქმით, სიკვდილიანობა კორონავირუსისგან საქართველოში 0,54%-ს შეადგენს.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.