მსოფლიო დღეს

NBC: ტრამპისთვის ძლიერი შხამის გამგზავნი ქალი დაკავებულია

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სახელზე გაგზავნილ ამანათში ძლიერმოქმედი შხამი რიცინი აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი ― Sputnik. თეთრ სახლში მომწამლავი ნივთიერება რიცინის გაგზავნაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, იუწყება ტელეარხი NBC აშშ-ის ფედერალურ სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ქალი, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა, ნიუ-იორკის შტატის საზღვარზე დააკავეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მანამდე ტელეარხმა CNN-მა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ქვედანაყოფზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილ ამანათში ძლიერმოქმედი შხამი რიცინი აღმოაჩინეს.