ყვითელი ამბები

„უფრო გარყვნილი და აღვირახსნილი სურვილებით მივულოცე”- ნუკიმ ქორწინების იუბილე აღნიშნა

თანაცხოვრების ხუთი წელი, თამამი ფოტო ქორწილიდან და მილოცვა, რომელიც გულახდილობას სცდება. ნუკი კოშკელიშვილის ქმარს ქორწინების იუბილეს დისტანციურად ულოცავს. მის პოსტს რამდენიმე სკანდალური განცხადება ახლავს. როგორ მიულოცა ნუკიმ დროებით დაშორებულ ბენს?
Sputnik

„მართლა ვერ ვხვდები, ჩემი ცოლად მოყვანა რამ გადაგაწყვეტინა. აი, მე ხომ ვიცნობ ჩემ თავს, ხოდა რბილად რომ ვთქვათ - კარგი არაფერია... ან მეგობარი არ გყავდა, რომ ეთქვათ ეს არ ქნაო?! მე კი მიხარია და გამიმართლა ასე რომ მოხდა, მადლობა, რომ გადაწყვიტე ჩემთან გაგეტარებინა ცხოვრება, მადლობა რომ მიძლებ, მადლობა რომ დამცინი და ერთად ვიცინით... იცი რატომ მიყვარხარ, იმიტომ რომ მე გიყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ. იმიტომ რომ საუკეთესო მამა ხარ, საუკეთესო შვილისთვის!“ - აღნიშნავს ნუკი.

„ხარ ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი (ამ შემთხვევაში „თანამებრძოლი” ერთმანეთში ბრძოლას ნიშნავს, მაგრამ ამის გარეშეც ხომ ვერ იქნება). 5 წელია დღეს!!! ამ დროის მანძილზე არც ერთხელ შემპარვია ეჭვი შენ სიყვარულში, იმედი მაქვს ერთ დღეს 50-საც აღვნიშნავთ, თუ არ მოვკალით ერთმანეთი. მანამდე კი, გილოცავ და გისურვებ მილიონ ჯანმრთელ წელს ჩემთან და ჩვენ შვილთან ერთად! პ.ს. ეს საჯარო მილოცვა, ამიტომ არის ქართულად, და რომანტიულად პირადად უკვე მივულოცე ბევრად უფრო გარყვნილი და აღვირახსნილი სურვილებით“, - ამ ინტიმური სიტყვებით ასრულებს მილოცვას მსახიობი.

მან ვრცელ მილოცვას 5 წლის წინ გადაღებული სახალისო ფოტო დაურთო, რომელზეც ექიმ ქმარს უკანალზე ჰკიდებს ხელს. ნუკი კოშკელიშვილმა ამ თამამი მილოცვის გარშემო უამრავი თაყვანისმცემელი გააერთიანა. ნუკი კოშკელიშვილი ქმარს დროებით დაშორდა. წყვილს კილომეტრები კორონავირუსის პანდემიის გამო აშორებს. ნუკის რამდენიმე ემოციური პოსტი ქმარს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ასე ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექიმი ქმარი - ბენჯი ხაიმი 24 საათის მანძილზე ასობით კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს მკურნალობს, პატარა ვაჟს მხიარული განწყობით ესაუბრება. ამის ამსახველ ფოტოს ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი გვერდის „სთორიზე“ აქვეყნებს.

პატარა ბიჭუნა ოლივერი მამას სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება. წყვილი დისტანციურად ეკონტაქტება ერთმანეთს. წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე! დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს. სანამ მე ვჭიკჭიკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანა (ინფიცირებულების რაოდენობით) და შესაბამისად წითელ ზოლშია. არ ვიცი დავალაგე თუ არა აზრი, ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში“, – ასე ემოციურად ეხმაურება ნუკი განვითარებულ მოვლენებს.