ქართველმა სუმოისტმა ტოკიოს შემოდგომის ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ამგვარად, ტურნირზე გამართული შეხვედრების შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსი ასეთია - 4 მოგება და 4 წაგება.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, მეოთხე ეფექტური გამარჯვება მოიპოვა შემოდგომის აკი ბაშოზე, რომელსაც ამ დღეებში ტოკიო მასპინძლობს.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, ოძეკი ტაკაკეისე დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა ტატიაი-ჰენკის ილეთი გამოიყენა და მეტოქე ჰატაკიკომიზე გამოიჭირა.

ამგვარად, ტურნირზე გამართული შეხვედრების შედეგებით ლევან გორგაძის ბალანსი ასეთია - 4 მოგება და 4 წაგება.

ხვალ ტოჩინოშინი დაუპირისპირდება ოძეკი ასანოიამას, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე უკვე ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

შემოდგომის აკი ბაშო ტოკიოში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.