ყვითელი ამბები

ნანუკა გოგიჩაიშვილის და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას ჯვრისწერა:ნეფე-პატარძალი ქორწილის გარეშე

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ კახეთში, ალავერდის მონასტერში ჯვარი დაიწერეს. როგორ გამოიყურება წყვილი- ჯვრისწერის უახლესი ფოტოები...
Sputnik

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ კახეთში, ალავერდის მონასტერში ჯვარი დაიწერეს. ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. “მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, - დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე  ატვირთეს.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“. ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდება.

მოდელმა ნიკა ნაყოფიას 10 ივნისს დაბადების დღეზე სიურპრიზიც მოუწყო – სამსახურში ტორტით და ბუშტებით მიადგა, რისი ამსახველი ფოტოც მოდელს „ინსტაგრამზე“ უდევს. ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მადნეულისა“ და „კვარციტის“ აქციებს ფლობს. სწორედ „კვარციტის“ კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალია.

ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული. ნანუკას Instagram-ის „სთორიში“ კითხვა დაუსვეს, როგორ გაიცნეს მან და ნიკოლოზ ნაყოფიამ ერთმანეთი, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ მოკლე დროში ამის მოყოლა ძნელია, რადგან ყველაფერი ზღაპრულად მოხდა.