COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა რუსეთში 1,1 მილიონს აჭარბებს

ქვეყანაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაახლოებით 241 ათასი ადამიანი იმყოფება, COVID-19 უკვე 909 357-მა პაციენტმა დაამარცხა
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 1,1 მილიონს გადააჭარბა, ერთ დღე-ღამეში 6 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა, იუწყება კორონავირუსული ინფექციის პრევენციისა და ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

„ბოლო დღე-ღამეში რუსეთის 84 რეგიონში კორონავირუსით დაავადებული 6 148 პირი გამოვლინდა, აქედან 1 397 შემთხვევა (25,2%) - კონტაქტურ პირებში დაავადების კლინიკური გამოვლინებების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთი COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდით ანტირეკორდებს ამყარებს

ქვეყნის 85 რეგიონში დღეისათვის რეგისტრირებულია სულ 1 103 399 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან რუსეთში დაფიქსირდა 19 418 ლეტალური შემთხვევა (+79 ბოლო დღე-ღამეში), ხოლო გამოჯანმრთელდა 909 357 ადამიანი (+2 895). COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში - კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დაინფიცირდა 276 493 ადამიანი (5 057) გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში აშშ-ის (6,7 მლნ), ბრაზილიის (5,4 მლნ) და ინდოეთის (4,5 მლნ) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.

რუსეთში კორონავირუსის გამოსავლენად უკვე 42,8 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 30,7 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 957 ათასს აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 21 მილიონზე მეტი ადამიანი.