ყვითელი ამბები

ფეხმძიმე ანა შელიამ ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა - როგორ გამოიყურება მოდელი?

ქართველი ტოპ-მოდელის შეუდარებელი გარდასახვა. მოულოდნელი გადაწყვეტილება - გრძელი წაბლისფერი თმიდან მოკლე ქერა თმამდე. როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ანა შელია?
Sputnik

ერთ-ერთმა წამყვანმა ტოპ-მოდელმა მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ანა შელია იმიჯის რადიკალური ცვლილებებით არ გამოირჩევა, ფეხმძიმობის პერიოდში მას ტრენდული ვარცხნილობის და სტილში ახალი შტრიხის დამატება მოუნდა. გრძელი თმის შემდეგ მან საკუთარი არჩევანი მოკლე კარეზე შეაჩერა. აშკარაა, რომ თაყვანისმცემლები მის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ანას ეს ვარცხნილობა გამორჩეულად მოუხდა.

ანა შელია ნაზი გარეგნობით ბევრ ბიჭს ხიბლავდა. ახალგაზრდა მოდელმა საკუთარი არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრზე, მორაგბე ლაშა ლომიძეზე შეაჩერა. ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ანა ჯერ კიდევ 14 წლის იყო. ლაშა, თავის მხრივ, ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა. ასაკის გაგების შემდეგ ანა აღარ შეუწუხებია. თუმცა ბედისწერამ გამორჩეული წყვილი ერთმანეთს კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სამუდამოდ შეახვედრა. ანა ლაშას სულ მალე შვილს გაუჩენს. მოდელი რადიკალურად შეიცვალა. ის ფეხმძიმობის პერიოდში ექსპერიმენტებს შეუდგა. მოდელს ორსულობა განსაკუთრებულად მოუხდა.

წყვილი ნიშნობამდე ლონდონში ერთად ცხოვრობდა. მათ იმდენად შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ბევრს და-ძმა ჰგონია. ანა უსიმპათიურესი ქმრის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ზაფხულის ცხელ დღეებს წყვილი აუზზე ატარებდა. ანა შელიას ქმრის ნახევრადშიშველმა დაკუნთულმა ტანმა ბევრი ქალბატონის ყურადღება მიიქცია. მართლაც, ლაშა ნამდვილ დევს ჰგავს, ანას კი მისი სახით – უძლიერესი პარტნიორი ჰყავს.

2017 წელს მთელი საქართველოს ყურადღება ახალბედა მოდელმა მიიქცია. ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.