„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი ახალი გადაცემა გამოჩნდა. ახალ სეზონთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემამ მაღალი რეიტინგი დადო. პოპ-დივას გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ ჰქვია. ნიკა გვარამიამ აღნიშნულ გადაცემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა. ამ სტატუსს ამერიკიდან სოფო ნიჟარაძე გამოეხმაურა. აი, რას წერენ სატელევიზიო სახეები: „გიჟია რა ეს გოგო. პირველივე ეთერში გააფრინა, თან ლაივში. მისი ცხოვრების პირველ ლაივში“, - დაწერა ნიკა გვარამიამ ლელა წურწუმიაზე.
აღნიშნულს სოფო ნიჟარაძე გამოეხმაურა და დააკომენტარა, რომ ლელა წურწუმიაზე „აფრენს“. ნიკას კომენტარმა არ დააყოვნა და არხის გენდირექტორმა აღნიშნა, რომ მომღერალი ძალიან მოენატრა. „ვაფრენ კი არა, ან დაბრუნდები ან ბომბს გესვრი. მომენატრე, გადავირიე, ხო არ გაკლია შენ?!“, - დააკომენტარა ნიკამ. სოფო ნიჟარაძემ ეს კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა და ნიკას შეპირდა, რომ ძალიან მალე ჩამოვა.
რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის, ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ოჯახის წევრებთან ერთად ფეხმძიმობას მთელი 9 თვის განმავლობაში მალავდა.