ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გატესტილი 649 ნიმუშიდან კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ექვსიდან ოთხი შემთხვევა  სოფელ საბერიოს კლასტერს, ერთი  - სენაკის კონტაქტებს უკავშირდება. მეექვსე შემთხვევა დაუდასტურდა პირს, რომელიც ბათუმიდანაა და რეგიონში დროებით იმყოფება.

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ტარდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ფოთშიც. ფოთში სულ გაიტესტა 97 ადამიანი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეში განთავსებულ მოქალაქეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 139 მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, ინფიცირებულები მკურნალობას რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში აგრძელებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია