ცერცვაძე: ჩემი რეკომენდაციაა, წელს გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ COVID-19-ისთვის შემუშავებული პრევენციული ღონისძიებები გრიპის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
Sputnik
ცერცვაძე: ჩემი რეკომენდაციაა, წელს გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს
„მე მოველი, ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ გრიპის ეპიდემიის ტალღა ისეთი ძლიერი არ იქნება წელს, როგორც იყო შარშან და შარშანწინ. მიზეზი ის, რომ ის რეგულაციები და ის პრევენციული ღონისძიებები, რაც გაწერილია კოვიდისთვის და რასაც ხალხი შეიძლება იდეალურად არა, მაგრამ მაინც ასრულებს,  ის ავტომატურად გრიპის საწინააღმდეგოდაც მუშაობს.  და თუ ეს ასე თუ ისე კოვიდს აკავებს, გრიპსაც შეაკავებს რაღაც დონეზე“,-ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, კოვიდისა და გრიპის თანხვედრამ შესაძლოა ხალხის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ რეკომედაციას გასცემს, წელს  გრიპის ვაქცინაცია  სავალდებულო  იყოს.