ქედაში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა: დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზა

ამჟამად ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც.

ამინდი გაუარესდება: მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და შტორმი

მეწყერმა და ღვარცოფმა დააზარალა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზვარესთან გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად  მოძრაობა ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო. 

ამჟამად ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო შტაბის წევრები.