თურნავა: ნოემბერ-დეკემბერში საბერძნეთთან ავიამიმოსვლა აღდგება
© Sputnik
„ჩვენ ამ დღეებში ვმასპინძლობთ უნიკალურ, მაღალი დონის ფორუმს. ჩვენთან იმყოფება 15 ქვეყნის ლიდერი ტურისტული ინდუსტრიის ანუ, ტურისტული დარგის ხელმძღვანელი. ისინი არიან 15 ქვეყნის მინისტრები და მოადგილეები, ვინც პირველად, პანდემიის პირობებში, ფიზიკურად შეიკრიბა და ამისთვის სწორედ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა შეარჩიეს და აქ იმსჯელეს და მიიღეს ე.წ. თბილისის დეკლარაცია გლობალური ტურიზმის მომავალთან დაკავშირებით“,- ამბობს თურნავა.
მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, საბრძნეთთან აღდგება ავიამიმოსვლა.