მთვარის კალენდარი: 19 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

19 სექტემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

ღამით მთვარე მორიელის ნიშანში გადავა (22:34 საათზე).

ვენერა ხელოვნებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საქმიანობას უწყობს ხელს, ასევე რომანტიკულ ურთიერთობებს, დასვენებას და კონტაქტებს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, როდესაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იუპიტერი რეტროგრადულ სვლას წყვეტს: ზოდიაქოს ხუთ ნიშანს დიდი წარმატებები ელოდება>>

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

რეკომენდებულია სიმტკიცის გამოჩენა, შეიძლება გარისკვა, აქტიურობა, კარგი დღეა მგზავრობისთვის.

არარეკომენდებულია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან მოსალოდნელია დანაკარგები.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა:მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება, ერთ და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.