ყვითელი ამბები

„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა დავკარგე“ - ლელა წურწუმიას უცნობი ისტორია

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მაყურებელს ხმასთან დაკავშირებით, უცნობი ისტორია გაუმხილა.

მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა.

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.