ყვითელი ამბები

„დიდი თავკომბალა ვყოფილვარ“ - ანი ბებიას შოკისმომგვრელი პოსტი

ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა საკუთარ თავს თავკომბალა უწოდა და სკოლის პერიოდის სურათი გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურებოდა ილო ბეროშვილის მეუღლე პატარა ასაკში?
Sputnik

ანი ბებიას გულახდილობამ რამდენიმე მეგობრის კრიტიკა დაიმსახურა. ულამაზეს მსახიობს საკუთარი თავი ბავშვობაში არ მოსწონს და ძველი ფოტო მოულოდნელი სიტყვებით აღწერა. „ჰოი, დიდი თავკომბალა ბავშვი ვყოფილვარ“, - წერს პოპულარული მსახიობი. უმცროსი შვილის, ჯერი ბეროშვილის დაბადების შემდეგ, ანი ბებია ტელევიზიას დაუბრუნდა. ეს მისი კარიერის მანძილზე ერთ-ერთი გამორჩეულად სკანდალური განცხადებაა. ანი ბებია შეუდარებელი თვალებითა და გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე იდეალურადაა.

„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ფეხმძიმობის პერიოდი არც ისე მარტივად გადალახა. თუმცა, ილო ბეროშვილისა და მათი მეგობრების წყალობით, ანის უამრავი დამხმარე ძალა გამოუჩნდა. ილო ბეროშვილის უფროსი ქალიშვილებიც არიან ძმის გაზრდაში აქტიურად ჩართულნი. ამის ამსახველი ფოტოები ანი ბებიამ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. ჯერი პირველად „მთავარი არხის“ ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. ილო და ანი ამ არხის თანამშრომლები არიან. მათთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ანი ბებიამ ბავშვობის სხვა ფოტოც გააზიარა. ამ სურათზე ის რამდენიმე თვის არის. დედასთან და უფროს ძმასთან ნიკა ბებიასთან ერთად პოზირებს. „ის პატარა რაღაც მე ვარ...“- დაწერა სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ მსახიობმა. ამ ფოტოზე ჯერი ბეროშვილს ანი ბებიას ამსგავსებენ, თუმცა ანი საკუთარ ვაჟს საყვარელ მამაკაცს უფრო ადარებს.

ანი და ილო ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. ფეხმძიმობის შესახებ ანიმ პირველად ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა. ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მის შვილს პროექტში იხილავდნენ. ანი ბებიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პატარას სახელი მშობლებს უკვე შერჩეული აქვთ. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.