მუსიკოს ბერა ივანიშვილის შემდეგ, Tiktok-ზე მისი უმცროსი ძმა, ცოტნე ივანიშვილიც გამოჩნდა. ცოტნემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის არაჩვეულებრივად ხატავს. „მე უკვე TikTok-ზე ვარ“ - დაწერა ცოტნემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდა, შეაფასონ მისი ნახატი. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ცოტნე ისე გაიზარდა, უფროსი ძმისგან ვეღარ გაარჩევთ.
თავის Instagram-გვერდზე ცოტნე ხშირად აქვეყნებს თავის ნახატებს, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავდება. 14 წლის ცოტნეს უყვარს პეიზაჟების, ცხოველების, ნატურმორტების და აბსტრაქტული ნახატების ხატვა. მომხმარებლები უმეტესწილად დადებითად აფასებენ მოზარდის ხატვის ნიჭს. მისი ხელმომწერების რაოდენობა სწრაფად იზრდება და მას 131 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება.
ერთ-ერთი თავისი ნახატი, რომელზეც ხიდზე მდგარი შეყვარებული წყვილია გამოსახული, ცოტნემ თავის ძმას ბერას და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ქორწილში აჩუქა.
ცოტნე საუკეთესო მეგობრად სწორედ ბერას მიიჩნევს, მასთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს – ძმები ერთად ვარჯიშობენ სპორტდარბაზში, უყურებენ ფილმებს, ხშირად ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ და ფოტოსესიებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ბერა ცოტნეს თავის მუსიკალურ კლიპებში იღებს.
ივანიშვილების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსს ნიჭიერს უწოდებენ და მას ამ საქმეში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.