აჭარა კვლავ „პირველია“: რომელ რეგიონებს უკავშირება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ამ დროისათვის კლინიკებსა და კოვიდ–სასტუმროებში, სადაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები გადაჰყავთ, კორონავირუსის დიაგნოზით 1657 პაციენტი მკურნალობს.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში
 

ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 114 ბათუმს უკავშირდება, 11 – ქობულეთს, 3 – ქედას, 1 – შუახევს. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებელი ასეთია: 34 – თბილისი, 11 – იმერეთი, 4 – ქვემო ქართლი (რუსთავი), 3 – გურია და 1 – კახეთი.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით აჭარა კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.

ამ დროისათვის კლინიკებსა და კოვიდ–სასტუმროებში, სადაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები გადაჰყავთ, კორონავირუსის დიაგნოზით 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 75-ზე მეტია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ოთხი კი მძიმე პაციენტია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3119 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1435 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.